დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 28.2 % თამბაქოს მომხმარებელია 01.12.2020 18:17

საქართველოში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 2020 წლისთვის 28.2 %-ს შეადგენს, ხოლო 16 წლამდე მოზარდებში 2019 წლის მონაცემებით 12%-ია.

 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში "თამბაქო- სიტუაციური მიმოხილვა 2020" ონლაინ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

 

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოსახლეობის 86% ემხრობა თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ტაქსში.

 

კვლევის მიხედვით, თამბაქოს მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი 18.6 წელია. მათ შორის, კაცებში 18.2 წელი, ქალებში კი 21.3 წელი.

 

როგორც ონლაინ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მოწევაზე თავის დანებება 23.1%-მა სცადა.

 

რაც შეეხება თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის ინდექსის კვლევის შედეგებს, ამ მონაცემის მიხედვით 57 ქვეყანას შორის 77 ქულით საქართველო ბოლოდან მე-6 ადგილზეა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ