დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

თბილისის მერიამ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურების შესყიდვაზე ორი ტენდერი გამოაცხადა 01.12.2020 20:10

თბილისის მერიამ დედაქალაქში მოქმედი სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურების შესყიდვაზე 2 ტენდერი გამოაცხადა. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2 დეკემბერს იწყება და 4 დეკემბერს სრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაღებზე  მთავრობა 25 370 560 ლარის დახარჯვას გეგმავს, მარცხენა სანაპიროზე - 62 996 880 ლარის. ჯამში, შესყიდვაზე 88 367 440 ლარია გათვალისწინებული.

 

„მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს 2021 წლის 11 იანვრიდან 2022 წლის 29 ივლისის ჩათვლით, მომსახურების გაწევა ყოველდღიურად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად. კონკრეტული დღისათვის მისაწოდებელი პროდუქციის წერილობითი დავალება გაიცემა არაუგვიანეს წინა დღისა. საკვები პროდუქტის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს ხორცის პროდუქტები (საქონლის ხორცი და ქათამი) უნდა იყოს არაგაყინული, ყოველ შემოტანილ პროდუქციას უნდა ახლდეს ვეტერინარული მოწმობები (ფორმა N2). პროდუქციის უვნებლობა და ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. შემსყიდველ(ებ)ის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარადგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული პროდუქტების ნებისმიერი სახის დოკუმენტი (წარმოშობის ან სხვა სახის სერტიფიკატი, შესყიდვისდა სხვა დოკუმენტაცია),“-აღნიშნულია სატენდერო მოთხოვნებში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ