დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ სამონასტრო კომპლექსი ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა“ 01.12.2020 20:32

გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა დავით-გარეჯის საქმეზე 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გენერალური პროკურატურიდან გამოსვლისას განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სამონასტრო კომპლექსი ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.

 

„მოგეხსენებათ, რომ კომისია არის უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია. ის არ ექვემდებარებოდა უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ანგარიშვალდებული იყო ეროვნული უშიშროების საბჭოსთან. მე დავაფიქსირე ღიადაც და დღეს გამომძიებელთან ჩემი დამოკიდებულება დაკავებულებთან მიმართებაში. არც მაშინ და არც დღეს არ მაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანო მათ პროფესიონალიზმში ან მათ პატრიოტიზმში“, - განაცხადა ბეჟუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ