დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

უცხოური პრესა - ნატოს აქტუალობა 2030 წლამდე: ყველაფერი დამოკიდებულია ალიანსის ადაპტაციის უნარზე 02.12.2020 13:10

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ში («The New York Times») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნატოს აქტუალობა 2030 წლამდე მის ადაპტაციის უნარზეა დამოკიდებული“. მასში გადმოცემულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის იენს სტოლტენბერგის დაკვეთით შექმნილი ანგარიში და წარმოადგენს პასუხს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ბრალდებაზე, რომლის თანახმად, „ნატომ სტარტეგია და ლიდერობა დაკარგა“.


ანგარიშში ნთქვამია, რომ ბოლო წლებში, რუსეთის უკრაინაში (დონბასში) „შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატომ თავისი სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ გამოწვევებს, რომლებიც ანბიციური და ავტორიტარული ჩინეთიდან მოდის, ასევე უფრო უკეთესად უნდა მოხდეს კოორდინაცია ნატოს მოკავშირეებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


ამავე დროს, ანგარიშის ავტორებმა გარკვეულწილად აღიარეს ემანელ მაკრონის კრიტიკის ობიექტურობა და აღნიშნეს, რომ ალიანსი ძალიან დაყოვნებით ახდენს ადაპტაციას ახალ მსოფლიო რეალიებთან. გარდა ცამისა, გადაწყვეტილების მიღება ისევ რთულ პროცესად რჩება, რაც რომელიმე მოვლენისადმი რეაგირების სისწრაფეზე ნეგატიურ, დამამუხრუჭებელ გავლენას ახდენს.


მიუხედავად ამისა, ნატოს საექსპერტო ჯგუფის თანათავმჯდომარემ უეს მიტჩელმა, როცა ნატოს წარმომადგენლების წინაშე დახურულ ბრიფინგზე გამოდიოდა, განაცხადა, რომ ანგარიშმა ნათლად აჩვენა: „ნატო ცოცხალია და ჯანმრთელადაა, მისი ტვინიც კარგად მუშაობს და კუნთებშიც ღონე აქვს“. უეს მიტჩელის ნათქვამი აშკარა გამოხმაურებას წარმოადგენს ემანუელ მაკრონის პოზიციის მიმართ - მან ხომ განაცხადა, რომ ნატოს ტვინი მოკვდაო.


„ჩვენ განზრახული გვაქვს ღიად და მედგრად მივიღოთ ის ახალი გამოწვევები, რომლებიც ნატოს წინაშე გაჩნდნენ. ჩვენ ამისთვის საფუძვლიანი ოპტიმიზმი გვაქვს, - აღნიშნა უეს მიტჩელმა, - მზად უნდა ვიყოთ როგორც სტრატეგიული კონფროტაციისათვის რუსეთთან და ჩინეთთან, ასევე გეოპოლიტიკური კონკურენციისათვის სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში“.


-----------

ნატოს საექსპერტო ჯგუფის ანგარიში განხილულია აგრეთვე ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის BBC russian») მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთი დაუძლურებულია, მაგრამ ის მაინც სახიფათოა“.


მოხსენების ავტორები ნატოს ხელმძღვანელობას სთავაზობენ გააძლიერონ ალიანსის წინააღმდეგობა რუსეთის მიმართ, მზად იყვნენ მოსკოვის მიმართ სანქციების გამკაცრებაზე და  გააფართოვონ თანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, რომლებთაც ნატოში გაწევრიანება სურთ - უკრაინასა და საქართველოსთან.


მოხსენებაში ჩამოთვლილია ნატოს ცნობილი პრეტენზიები რუსეთის მიმართ ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის გამო. „რუსეთი ასევე აგრძელებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას და ასეთი მოქმედებით ხელს უშლის საქართველოსა [და უკრაინის] ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკუ ალიანსთან. რუსეთი ზრდის ტავის ზალებს ბალტიის პირეთში, შავიზღვისპირეთში და არქტიკაში. მოსკოვი ცდილობს საბჭოური პერიოდის ჰეგემონიის აღდგენას“.


მოხსენებაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ჩინეტს და მის ამბიციებს: „ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოთა რიგებში შევიდა და თავისი ნაბიჯებით ნატოს ქვეყნების ინტერესებს საფრთხეს უქმნის“, - ხაზგასმულია 67-გვერდიან დოკუმენტში, რომელშიც რუსეთი 101-ჯერ არის მოხსენიებული, ჩინეთი კი.. 104-ჯერ.


წყაროები:


https://www.nytimes.com/2020/11/30/world/europe/nato-2030-russia-china.html?searchResultPosition=2

https://www.bbc.com/russian/news-55154136?xtor=AL-73-%5Bpartner%5D-%5Byandex%5D-%5Bheadline%5D-%5Brussian%5D-%5Bbizdev%5D-%5Bisapi%5D

 

 მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ