დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ვიქტორ დოლიძე - არ მინდა, მოლოდინები გავზარდო და წინასწარ ვთქვა, რომ ხვალ ან ზეგ MAP-ს მივიღებთ, მაგრამ ამის ობიექტური და სუბიექტური შესაძლებლობები დღეს არსებობს 02.12.2020 18:00

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინისტერიალი, რომელიც აქამდე გვქონია, გამომდინარე იქიდან, რომ ის შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას ეხმაურება, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

 

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მათი სურვილია ნატოს-სთან საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს.

 

„გარდა ამისა, გვექნება საუბარი იმდენად მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის 2030-სთვის გენერალური მდივნის შემოთავაზება, ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციებში და ა.შ. ჩვენ მარტო სამხედრო თემატიკით არ შემოვიფარგლებით, არამედ უფრო მეტად პოლიტიკური თემატიკითაც, რაც ჩენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშნელოვანია. ჩვენ ოპერაციებში ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეობას ვიღებთ, მათ შორის ავღანეთში და ვაპირებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ამავე დროს გვსურს, უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი უერთიერთობები ნატო-სთან, რომელიც შეიცავს ევროატლანტიკურ ღირებულებებს და სრულ ინტეგრაციას ნატო-ში. არ არის საქართველოსთვის ახალი, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ნატო-ს წევრი.

 

რა თქმა უნდა, საქართველო გახდება ნატო-ს წვრი, უბრალოდ ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ეს თემა უფრო კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, საქართველო და უკრაინა ასპირანტი ქვეყნები არიან, ისევე როგორც სხვები. საქართველოს აქვს განსაკუთრებული პოზიცია და ვფიქრობ, ეს პოზიცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი ამბიცია გვქოდეს. კონტრიბუცია, რასაც საქართველო ახროციელებს, თუნდაც ავღანეთის მისიაში, ჩვენ ახლა 876 ადამიანი გვყავს ჩვენს ადგილზე, ძალიან მნიშვნელოვანია. გენერალური მდივანი ყოველთვის აღნიშნავს ამ საკითხს. არ მინდა, მოლოდინები გავზარდო და წინასწარ ვთქვა, რომ MAP-ს მივიღებთ ხვალ ან ზეგ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამის ობიექტური და სუბიექტური შესაძლებლობები დღეს არსებობს და დანარჩენს უკვე მომავალში ვნახავთ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ