დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„დაახლოებით, 20-25 მემანქანე დაინფიცირდა - პრევენციული ზომები დაცული იყო“ 02.12.2020 20:03

კოვიდმა არ იცის ვინ არის მემანქანე, ვინ არის თანამდებობის პირი, ვინ არის ექიმი და ა.შ., - ასე ეხმაურება თბილისის მერი მეტროს მემანქანის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, კორონავირუსი უხილავი მტერია, საზოგადოება კი უნდა გაერთიანდეს რომ „რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ“.

 

„სამწუხაროდ, კოვიდმა არ იცის ვინ არის მემანქანე, ვინ არის თანამდებობის პირი, ვინ არის ექიმი და ა.შ. ეს არის სამწუხარო რეალობა და ჩვენ ყველა ერთად, მთელი მსოფლიო, საქართველო ვებრძვით ამ მტერს, რომელსაც ვერ ვხედავთ. ეს არის უხილავი მტერი და ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მეც თქვენც, ნებისმიერი ადამიანი“,- ამბობს კახა კალაძე.

 

კითხვაზე, იყო თუ არა შესაბამისი ზომები მიღებული იმისთვის, რომ საფრთხის შემცველი არ ყოფილიყო მემანქანეების მუშაობა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, კალაძე დასძენს, რომ მერიის მხრიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გატარებული იყო. „დაახლოებით 20-25 მემანქანე დაინფიცირდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვირუსმა არ იცის ვინ არის მემანქანე, ტაქსის მძღოლი, ქალაქის მერი, მინისტრი და ასე შემდეგ. პრევენციული ზომები, მიღებული იყო“, - განაცხადა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ