დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რას აპირებს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი 02.12.2020 22:02

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გეგმებზე საუბრობს:

 

"საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ. შეძლებისდაგვარად მოკლედ ვიტყვი: ვაპირებ, წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა, ნებისმიერი გზით, აქტიურად მოვახმარო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებს და საჭიროებებს, რომლებიც პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია. ვაპირებ იმ რეფორმებზე და მნიშვნელოვან წამოწყებებზე მუშაობის გარედან გაგრძელებას, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი", -წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

 

ცნობისთვის, ნათია მეზვრიშილმა პოსტის დატოვების თაობაზე 23 ნოემბერს განაცხადა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ