დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას“ 02.12.2020 23:19

უაღრესად მნიშვნელოვანი მინისტერიალი თავისი კონკრეტული შედეგებით არის კიდევ ერთი აღიარება იმ წარმატებული კურსის, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით , როგორც რეფორმების გზაზე, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო, უკვე რეგულარულად, ბოლო ორი წლის განმავლობაში არის მიწვეული ნატო-ს მინისტრების შეხვედრაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოსა და მთლიანად საქართველოს გარშემო არსებულ სიტუაციას უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

 

„იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოკავშირეებს ნატო-დან მიეღოთ ინფორმაცია პირველ წყაროდან რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის გამკლავებაც დღეს გვიწევს. ასევე, ვიმსჯელებთ იმ ე

 

რთობლივ ქმედებებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ განეიტრალდეს ეს საფრთხეები, მინიმუმამდე დავიდეს და ქვეყანას მიეცეს სტაბილური განვითარების საშუალება. ჩვენი ნატოელი და ევროპელი პარტნიორების გარეშე ბუნებრივია, ეს ძალიან გაგვიჭირდება“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ეს მინისტერიალი გამორჩეული იყო ორი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგითაც. „ერთი ის, რომ მინისტერიალმა დაამტკიცა ერთხმად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, გაძლიერებული პაკეტი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2014 წელს უელსის სამიტზე მიიღო საქართველოს ეს პაკეტი და შარშან ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის დროს ბათუმში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაძლიერდეს პაკეტი ახალი ელემენტებით და სწორედ დღევანდელ მინისტერიალზე საბოლოოდ წერტილი დაესვა ამას. ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოვებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან მიმართებაში. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში. ასევე, რაც პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია ეს არის ჩვენი თავდაცვისა და სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერება და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს თავსებადობას ნატო-სთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მოწონებულია მინისტერიალზე, არის ნატო-ს 2030-ის სტრატეგია. „ამ სტრატეგიაზე მუშაობა უკვე კარგა ხანია, მიმდინარეობს. მასში ჩართული არიან ნატოელი ექსპერტები. ჩვენ თავიდანვე ვიყავით მათთან ძალიან ახლო კონტაქტზე და ბუნებრივია, ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგია ისიც, რომ საბოლოო დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის სასარგებლო ელემენტია ასახული, კერძოდ, ამ დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში ხაზგასმულია კიდევ ერთხელ ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და საუბარია იმაზე, რომ ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში გაწევრიანების დიალოგი უფრო მაღალ დონეზე, თვისობრივად ახალ დონეზე უნდა ავიდეს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ პერიოდში, რომელიც ამ დოკუმენტით არის განსაზღვრული, ნატო-ს წევრი ქვეყნები იხელმძღვანელებენ და ჩვენ ამ თვალსაზრისით გვექნება ასევე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებიც.

 

ამ მინისტერიალის კიდევ ერთ შედეგად უნდა აღინიშნოს, რომ უკლებლივ ყველა მინისტრის გამოსვლა, ნატოელი პარტნიორის გამოსვლა იყო მხარდამჭერი საქართველოსთან მიმართებაში, იყო კიდევ ერთხელ აღნიშნული ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, დემოკრატიული რეფორმების კუთხით, ასევე რა თქმა უნდა თავდაცვის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მდგრადობას, თავდაცვის უნარიანობას, თავსებადობას ნატო-სთან და შეუქცევად ხდის ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს, რაც ბუნებრივი საბოლოოდ უნდა აისახოს წევრობაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ