დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„რატომ არაა ამდენი წლის შემდეგ წესიერად გამოძიებული კობა დავითაშვილის გატაცების ფაქტი და არ არიან დასჯილი ყველა შემკვეთ-შემსრულებლიანად?“ 03.12.2020 00:16

ირაკლი მელაშვილის პოსტი:

 

 

 

ვკითხულობ ფბ-ზე ძალიან ბევრ პოსტს, სადაც დღევანდელი ხელისუფლების მომხრეები მწარედ ახსენებენ "ნაციონალურ მოძრაობას" კობა დავითაშვილის დღევანდელ გარდაცვალებაში მათ წვლილს. დიდი ბოდიში, როდის ჩავთვლი იცით რომ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია ბოლომდე თანმიმდევრულია, როცა დღეს ბატონ მდინარაძის პოსტზე შეხვალთ, სადაც ის კობას ნაციონალების მმართველობის მსხვერპლად მოიხსენიებს და უბრალოდ კითხავთ, რატომ არაა ამდენი წლის შემდეგ წესიერად გამოძიებული კობა დავითაშვილის გატაცების ფაქტი და არ არიან დასჯილი ყველა შემკვეთ- შემსრულებლიანად? რატომ აღიძრა საქმე კობას ფიზიკურ ანგარისშწორებასა და გატაცებაში მხოლოდ ორი ძალოვანის წინაღმდეგ, როცა ამ საქმეში ბევრად მეტი ძალოვანი მონაწილეობდა? მარტო მანქანაში, რომლითაც კობა მოიტაცეს, უკანონად თავისუფლება აღუკვეთეს და გორში ჩაიყვანეს 4 ძალოვანი იჯდა და ყველამ იცოდა, რომ სასტიკად არღვევდა კანონს. თანმიმდევრული იქნებით მაშინ, როცა დაუსვავთ კითხვას მმართველი პარტიის პარლამენტარებს, რატომ ერთხელ მაინც არ შეასრულეს საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობა, (თანამებრძოლთან ადამიანურ ვალდებულებას აღარ დავეძებ) რატომ არ დაიბარეს გენერალური პროკურორი, არ მოიკითხეს რა მიზეზით შეფერხდა ამ საქმის გამოძიება და რატომ არ არიან დასჯილი ამ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი? რა ბედი ეწია პროკურორს რომელიც წლები "იძიებდა" ამ საქმეს? შემთხვევით ხომ არ დაუწინაურებიათ? კიდევ იმასაც ვიკითხვადი, ზუსტად იგივე პათოსით, თუკი "ქართული ოცნება" გმობს ნაციონალების მმართველობის დროს ჩადენილ სისასტიკეებს უსამართლობას, როგორ მოხდა, რომ 2008 წელს მოკლული სერჟანტ შავაძის (რომლის ოჯახმაც სტრასბურგში სასამართლო მოიგო) საქმის გამოძმძიებლები, მაშინ აჭარის მთავრი პროკურორი ვასილ როინიშვილი "ქართულმა ოცნებამ " საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, ხოლო რესან კონცელიძე, ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად დააყენა და გაამარჯვებინა? რა ბედი ეწიათ იმ მოსამართლეებს და გამომძიებლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ სულხან მოლაშვილის უკანონო დაპატიმრება-წამების საქმეში და სად არიან ისინი ა.შ. "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხელ მაინც თუ მოიკითხა ეს ამბები, დაიბარა შესაბამისი თანამდეობის პირები, მოთხოვა მათ ანგარიშის ჩაბარება, მოაწყო საპარლამენტო განხილვა და ა.შ. თუ არა, თქვენი აზრიც მაინტერესებს, მაშინ ისინიც არიან თუ არა თანამონაწილეები იმ უსამართლობისა რაც ზემოჩამოთვლილ ადამინებს გადახდათ და ზოგადად ქვეყანაში გვჭირს? ამ შემთხვევაში დასაჯერებელი იქნება, რომ თქვენ მართალ გაშფოთებთ უსამართლობა ჩვენს ქვეყანაში და არა უბრალოდ პოლიტიკური მიზნებით იყენებთ ამ საქმეებს თქვენთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, ხოლო უსამართლობის თემა კი მეორეხარისხოვანია, რეალურად მხოლოდ საბაბია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ