დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„მაიკ პომპეომ განიხილა ნატოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები - მოკავშირეები გულწრფელად ესაუბრნენ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე“ 03.12.2020 01:34

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოკავშირეები გულწრფელად ესაუბრნენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

„დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განიხილა ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დამატებითი საკითხები. მოკავშირეები გულწრფელად ესაუბრნენ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. სხვა დისკუსიები ფოკუსირებული იყო რუსეთზე, შეიარაღების კონტროლზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ნატო 2030-ის სამომავლო სტრატეგიაზე, ასევე ნატო-სა და წყნარი ოკეანის პარტნიორებთან საერთო კავშირების და ღირებულებების განმტკიცებაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ