დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„მთავარი საკითხი, რაც ელჩებთან ხვალინდელ შეხვედრაზე დადგება, არის, რომ ყველა განსახილველი თემა საჯაროდ გამოვიტანოთ“ 03.12.2020 21:13

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ელჩებთან ხვალინდელ შეხვედრაზე დადგება, არის ის, რომ უნდა დასრულდეს, როცა რაღაცას არ ვამბობთ - ყველაფერი საჯაროდ უნდა გამოვიტანოთ, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

“პირველი საკითხი, რაც ჩვენი მხრიდან დადგება არის ის, რომ საჯაროდ გამოვიტანოთ ყველა ის საკითხი, რაზეც მსჯელობა მიდის. გაფართოვდა საკითხთა წრე, რაზეც მსჯელობა მიდის და ეს ყველასთვის საინტერესოა. ამის შემდეგ მექნება საშუალება ჩამოვაყალიბო, რას ვთვლი სწორად და ადეკვატურ ნაბიჯად და რას - არასწორად. ალბათ ყველა პარტიას ექნება შესაძლებლობა ყველა ის ინიციატივა შეაფასოს, რომელიც ამ დიდ გაფართოებულ პაკეტში არის“, - განაცხადა იორგი ვაშაძემ.

 

შეგახსენებთ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მესამე რაუნდი ხვალ შედგება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ