"მთავარი არხის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ თბილისში 17 წლის გოგონა კორონავირუსით გარდაიცვალა. ტელეკომპანიის ცნობით, ოჯახმა მისი კლინიკამდე მიყვანა ვერ მოახერხა. გარდაცვლილი გოგონა მეთორმეტე კლასში იყო.
ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge