„აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„COVID-19 პანდემიის მართვაში საქართველოს მედიცინის მუშაკების დასახმარებლად, აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა. აღნიშნული ტესტები საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება“, - იტყობინება საელჩო.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge