დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

სარესტორნო ბიზნესს და "ივენთ" კომპანიებს სესხების 80%-ს სახელმწიფო აუნაზღაურებს 04.12.2020 11:05

1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში რესტორნებს, რა ოდენობის სესხიც ექნებათ, 80%-ს სახელმწიფო აანაზღაურებს. ამის შესახებ "აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აცხადებს. 

 

პროგრამის პრეზენტაცია დღეს მოხდება. 

 

„რესტორნების მხარდაჭერის პროგრამის მსგავსი იყო სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამა, რომლის მეოთხე ტალღა მიმდინარეობს. რესტორნების შემთხვევაში სესხების 80%-იანი სუბსიდირება იქნება 6 თვის განმავლობაში. კერძოდ, 1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში მათ რა ოდენობის სესხიც ექნებათ, 80%-ს სახელმწიფო აანაზღაურებს. ეს არის დახმარება რესტორნებისთვის. მოგეხსენებათ, პანდემიისა და შემდგომ შეზღუდვების ამოქმედების გამო, რესტორნების უმრავლესობა დაიკეტა და ეს პროგრამა სწორედ მათი ხელშემწყობი მექანიზმია“, - განაცხადა ხიდურელმა.

 

მისივე თქმით, იგივე ტიპის დახმარებას მიიღებენ ღონისძიებების ორგანიზატორები. ამ შემთხვევაში საუბარია 12 თვის განმავლობაში სესხის დაფინანსებაზე.

 

ხიდურელმა აღნიშნა, აღნიშნულთან ერთად, გაგრძელდება იმ სასტუმროების თანადაფინანსების პროგრამაც, რომლებმაც დიდი ზიანი მიიღეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ