დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს 04.12.2020 11:53

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საუფლო დღესასწაულს ულოცავს.

 

„როდესაც მარიამი სამი წლის გახდა, მშობლებმა უხმეს ნათესავებს, ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ. ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილებს, ხელსაქმობდა, სნეულებსა და დავრდომილებს უვლიდა, თავის წილ ულუფა საკვებს მათ აძლევდა და თვითონ ,,მოიღებდა საზრდოსა ხელთა ანგელოზისაითა.” რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და მრევლს ამ დღესასწაულს, კეთილდღეობას და ბედნიერებას უსურვებს მათ“,-აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ