დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

საქსტატი: 2020 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 7.2 %-ით შემცირდა 04.12.2020 12:04

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასით განისაზღვრარაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2%-ით ნაკლებია.

 

საქსტატისმონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 %-ით გაიზარდა და 29.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 11.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8 %-ით ნაკლებია.

 

რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დასაქმებულებს, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.5 %  მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.7 % - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 % - მცირე ბიზნესზე.

 

ამასთან, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 437.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.4 %-ით ნაკლები). 2020 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 305.9 ლარს გაუტოლდა და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 10.3 ლარით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ