დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

თამარ გაბუნია - გუშინ 17 ათასამდე „პი სი არ“ და სწრაფი ტესტი ჩატარდა 04.12.2020 12:26

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ 17 ათასამდე „პი სი არ“ და სწრაფი ტესტი ჩატარდა.

 

ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„17 ათასამდე ავიდა ტესტების რაოდენობა გუშინ. ესაა რეკორდული მაჩვენებელი“,- განაცხადა გაბუნიამ.

 

ცნობისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ