დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

კალიფორნიის შტატის მხარდაჭერით, ბაიდენმა აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიაში საჭირო ხმები მოაგროვა 05.12.2020 16:13

ჯო ბაიდენმა აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიაში პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საჭირო ხმები მოაგროვა. ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს. დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა შეძლო კოლეგიის 279 წევრის ხმის მობილიზება. გადამწყვეტი მხარდაჭერა ბაიდენმა კალიფორნიის შტატიდან მიიღო, სადაც ტრადიციულად დემოკრატები იმარჯვებენ. შტატმა ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 55 ხმა მოუტანა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულს საარჩევნო კოლეგია ოფიციალურად 14 დეკემბერს დაამტკიცებს. ფედერალური კანონმდებლობა კოლეგიის წევრებს არ ავალდებულებს, ხმა მოქალაქეთა არჩევანს შეუსაბამონ, თუმცა 24 შტატში ეს ადგილობრივი კანონმდებლობით არის დარეგულირებული. თუ კოლეგიის წევრები ხმას მოქალაქეთა არჩევნის საწინააღმდეგოდ მისცემენ, მაშინ ეს ფიცის დარღვევად ჩაითვლება და მათ კანონით დასჯიან. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ ცერემონიალი პანდემიის გამო მასშტაბური არ იქნება და ძირითადად, ვირტუალურ ფორმატში ჩაივლის.

 

წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება და ამ დღეს 2024 წლის საარჩევნო კამპანიას გახსნილად გამოაცხადებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ