დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს 05.12.2020 16:23

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 4 დეკემბერს გამართულ რაგბი ევროპის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ ჩატარდა, ორგანიზაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და დირექტორთა საბჭოს წევრები აირჩიეს. რაგბი ევროპას 2024 წლამდე კვლავ რუმინელი ოქტავიან მორარიუ უხელმძღვანელებს, სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი კი გიორგი ნიჟარაძე იქნება, რომელიც 2006-2016 წლებში საქართველოს რაგბის კავშირს ხელმძღვანელობდა.

 

პრეზიდენტის არჩევნებში მორარიუმ ხმათა 80.95% მიიღო და კონკურენტს, რუსეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, კირილ იაშჩენკოს დიდი უპირატესობით აჯობა. ჯერი დირექტორთა საბჭოს არჩევანზე მიდგა, სადაც 10 ადგილისთვის 24 კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის ერთ-ერთი გიორგი ნიჟარაძე გახლდათ, რომელიც ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა და სულ სამი ხმით ჩამორჩა ინგლისელ რობ ადვინს. თავის მხრივ, უკვე არჩეულმა დირექტორთა საბჭომ, სამი ვიცე-პრეზიდენტი აირჩია. საფრანგეთის რაგბის კავშირის გენერალური მდივანი, კრისთიან დულინი, ინგლისის რაგბის კავშირის საბჭოს წევრი, რობ ადვინი და გიორგი ნიჟარაძე, რომელიც, პარალელურად, საქართველოს წარმომადგენელია მსოფლიო რაგბის საბჭოში. გია ნიჟარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ რაგბში ექვსი ერი დომინირებს, რაგბი ევროპას ამბიციური გეგმები აქვს.

 

„ეს არის ქართული რაგბის აღიარება და დაფასება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ვიყოთ ჩართული ევროპული და მსოფლიო რაგბის განვითარების პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ რაგბში ექვსი ერი დომინირებს, რაგბი ევროპას ამბიციური გეგმები აქვს. ბევრი რამ ფინანსების მოზიდვაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ორგანიზაციას სურს იყოს დომინანტი ევროპაში რაგბის განვითარების თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ამ ორგანიზაციაში საქართველო უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი, რაც გახლავთ ქართული რაგბის მრავალწლიანი მიღწევებისა და წინსვლის შედეგი“, - განაცხადა გია ნიჟარაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ