დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ყოველთვის ვამბობდი, ეს არის დესტრუქციული ძალა - ყველა ერთად იყო მაშინ, როდესაც მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“ 05.12.2020 18:14

ყველა ერთად იყო მაშინ, როდესაც მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“. დღეს რას გააკეთებენ, არ ვიცი და რა პოზიციებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ესეც არ მესმის,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „გირჩში“ მიმდინარე შიდაპარტიულ დაპირისპირებებს გამოეხმაურა. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „გირჩი“ თავისი შინაარსით დესტრუქციული ძალაა.

 

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა. თავისი შინაარსით, პათოსით და ლიდერით, რომელიც ყოველთვის აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი სანანებელი არ აქვს და არაფერი ჩაუდენია, რაზეც ბოდიში უნდა მოიხადოს. ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ შესაძლებელია პროსტიტუციით ფული იშოვო და მოუწოდებენ ახალგაზრდებს ამისკენ, ასევე ნარკომანიით შეპყრობილ ადამიანებს უწოდებდნენ თავის თავს. თვითონ მაგალითს აძლევდნენ და ამ ჯანმრთელობის სერიოზულად დამთრგუნველი ნაბიჯების გამკეთებლები თვითონ არ არიან და თავის ოჯახებშიც ასეთ რამეს არ ისურვებდნენ. ამ ორ მოწყვლად ჯგუფს ახალგაზრდებისას ითრევენ ჭაობში, რომელშიც თვითონ არ სხედან, ხმელეთზე არიან მოკალათებული და თბილად გრძნობენ თავს. ესენი შიგნით ერთმანეთს რას დაელაპარაკებიან და რა პრეტენზიებს დაუყენებენ ერთმანეთს, არ ვიცი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას", - წერს ჯაფარიძე. მოგვიანებით კი, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ