დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

დონალდ ტრამპმა სომალიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - 700 ამერიკელი ჯარისკაცი ქვეყანას 15 იანვრამდე დატოვებს 05.12.2020 18:29

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომალიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ  „როიტერი“ იუწყება. ტრამპის ბრძანებით, დაახლოებით 700 ამერიკელი ჯარისკაცი სომალის 15 იანვრამდე დატოვებს.

 

„ალ-შაბაბთან“ და მის საერთაშორისო გლობალურ ტერორისტულ ქსელთან წარმატებული ბრძოლის ამ კრიტიკულ ეტაპზე აშშ-ის გადაწვეტილება სომალიდან ჯარის გამოყვანის თაობაზე განსაკუთრებით სამწუხაროა. აშშ-ის ჯარისკაცებმა უდიდესი ღვაწლი გასწიეს და უდიდესი გავლენა მოახდინეს სომალელი ჯარისკაცების წვრთნაზე“, – განაცხადა სენატორმა, აიუბ ისმაილ იუსუფმა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია.

 

სომალიში აშშ-ის ჯარისკაცების მისია ძირითადად „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ ბრძოლისას სპეციალური ძალების მხარდაჭერაში მდგომარეობდა. რადიკალური დაჯგუფების მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა ასობით სამოქალაქო პირის, მათ შორის ამერიკელების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ