დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„უკრაინა ეს ახალი დასავლეთ გერმანიაა“ - პასუხი კითხვაზე, რატომ იმსახურებს იგი დასავლეთისგან მეტ ყურადღებას? 05.12.2020 18:35

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პასუხს ცემს კითხვას, რატომ იმსახურებს უკრაინა დასავლეთისგან უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე სტრატეგიული პარტნიორი საქართველო:
- პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იმსახურებს უკრაინა დასავლეთისგან და განსაკუთრებით აშშ-სგან, გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე სტრატეგიული პარტნიორი საქართველო, რა თქმა უნდა მქონდა. თუმცა ეს მაინც ჩემი მოსაზრება იყო. დღეს წავიკითხე ამა წლის 7 ივლისს აშშ-ს კონგრესის ერთ-ერთ კომიტეტში გამართული მოსმენის მასალები და აღმოვაჩინე ასეთი მოსაზრება „Ukraine is the new West Germany of today’s “Hot Peace,” ანუ ამჟამინდელი „ცხელი მშვიდობის“ პირობებში უკრაინა ეს ახალი დასავლეთ გერმანია არისო. დამატებითი კომენტარები, ვფიქრობ, არც არის საჭირო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ