დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ელჩებისთვის გადაცემულ დოკუმენტში სამი მთავარი პუნქტია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება“ 05.12.2020 19:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ ელჩებისთვის გადაცემულ დოკუმენტში სამი მთავარი პუნქტია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.

 

„დოკუმენტი შეიცავს სამ მნიშვნელოვან ნაწილს. პირველი – ვადამდელი არჩევნები. ჩვენ არ გავდივართ ამ სივრციდან, ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები. ეს სივრცე არ იხსნება, ეს სივრცე არ იდღაბნება და ეს რჩება იგივედ, როგორიც იყო დღემდე. მეორე – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მესამე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრირება. ჩვენ ამ შედეგების მისაღწევად მივეცით დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ყველაფერი დეტალურად. ახლა უკვე ხელისუფლების ჯერია, გადმოდგას ნაბიჯი საქართველოს მოსახლეობისკენ. აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. ტაქტიკაზე, ნაბიჯებზე, გარკვეულ საკითხებზე იყო სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ გიდასტურებთ მთელი პასუხისმგებლობით, რომ ოპოზიცია არის ერთიანი სივრცე, რომელსაც ჰქვია ახალი რიგგარეშე არჩევნები. ეს არ იცვლება არაფრით. საერთაშორისო პარტნიორების თხოვნაა, რომ დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გადავეცით, თავიდან ბოლომდე გასაჯაროვდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ მოიტანს უკვე იმ ვარიანტს, რომელსაც ველოდებით და ელოდება მთელი საზოგადოება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ