დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ტრაპიზონის პროვინციაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე, 40 წლის მამაკაცი, ემსხვერპლა 05.12.2020 19:27

ტრაპიზონის პროვინციაში, მაჩქას რაიონში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე, 40 წლის მამაკაცი, ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომობილი  გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური, თუმცა მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც თურქული მედია წერს, სატვირთო ავტომობილი საქართველოში ქალაქ ისკენდერუნიდან მიდიოდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ