11:28 14.01.2021
დღეს ქართული თეატრის დღეა

 მიხეილ ჩხენკელი ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

 

„დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა –  ქართული თეატრის დღე!

 

საგულისხმოა, რომ საქართველოში ამ დღის აღნიშვნას უკვე 171-წლიანი ტრადიცია აქვს და 1850 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც პირველი სკოლის შენობაში გიორგი ერისთავის კომედიის „გაყრა“ პრემიერა შედგა.

 

მთელი გულით ვულოცავ ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს! ვუსურვებ შემოქმედებით წინსვლასა და წარმატებებს.

 

აღსანიშნავია, რომ ქართული თეატრის ისტორია სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე შორეულ წარსულში იღებს. უფლისციხეში შემორჩენილი სათეატრო ნაგებობა ცხადყოფს, რომ ძველ საქართველოში კარგად იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ-სანახაობით კულტურას.

 

ისტორიის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში თეატრალურ-სანახაობით კულტურას არ შეუწყვეტია განვითარება. მართლაც საამაყოა, რომ საქართველოში თეატრის ისტორია საუკუნეებს ითვლის, მას ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა ქართული საზოგადოების ცხოვრებაში.

 

1881 წელს ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ივანე მაჩაბელმა, ვასო აბაშიძემ, დიმიტრი ყიფიანმა და სხვებმა დააარსეს საქართველოს თეატრალური საზოგადოება, რომლის პირველ თავმჯდომარედ თავად ილია აირჩიეს.

 

მოგეხსენებათ, რომ თეატრის როლი უდიდესია თანამედროვე და პროგრესული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ეროვნული ცნობიერების ამაღლებაში,

 

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგება ქართული თეატრის გვერდით და მხარს დაუჭერს თეატრალური ცხოვრების განვითარებას.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული თეატრის დღეს, გისურვებთ მეტ პრემიერას, ფესტივალებს, ბევრ მაყურებელსა და გულწრფელ აპლოდისმენტებს“, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი