13:29 14.01.2021
თბილისიდან მოსკოვში ჩარტერული რეისები დაინიშნა

ქართული ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველად ასრულებს ჩარტერულ რეისებს თბილისიდან მოსკოვში ერევნის გავლით. 

 

როგორც ავიაკომპანიაში აღნიშნეს, რეისები სრულდება პარტნიორ კომპანია Aircompany Armеnia-სთან თანამშრომლობით.

 

 „ეს დროებითი ფრენებია, დანიშნული საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი რეისი ხვალ, 15 იანვარს არის დანიშნული. მომავალშიც შესრულდება თუ არა მსგავსი რეისები, ჯერ არ ვიცით“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში.

 

პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და საავიაციო კავშირი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეაჩერა. საქართველოს მთავრობამ უკვე რამდენჯერმე გადაიტანა რეგულარული საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლის განახლების თარიღი.

 

ცნობისთვის: მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, პანდემიის გამო, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, საავიაციო მიმოსვლა 2021 წლის 31 იანვრამდეა აკრძალული. 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : Sputnik თეა მოსაშვილი