15:09 14.01.2021
ალეკო ელისაშვილი ბოკერიასთან და უგულავასთან შეხვედრას არ აპირებს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გირჩის“ გარდა, კონსულტაციების გამართვას სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც აპირებენ.

 

„პირველი შეხვედრა გვაქვს „გირჩითან“, დანარჩენ ოპოზიციასთანაც კონსულტაციას ვგეგმავთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას არ გამორიცხავს.

 

„ერთადერთი, ბოკერიასთან ლაპარაკის აზრს ვერ ვხვდებით, ან რაზე უნდა ველაპარაკოთ, მანდატი არ აქვს არც მას და არც გიგი უგულავას, მათი პარტიის სხვა წევრების პოზიციაც ვიცით, რომ მათ უნდათ წყლის ამღვრევა. „ქართულ ოცნებას“ შევხვდებით მხოლოდ და მხოლოდ ელჩების თანდასწრებით. სადღაც მოფარებულში, ხის ჩრდილის ქვეშ შეხვედრებს არ ვაპირებთ, არც შევხვედრივართ, როგორც არ უნდა გვებრალებოდეს ზოგიერთი მედია, არც ვაპირებ შეხვედრას. რაზე უნდა შევხვდეთ, ღიად ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი