19:16 14.01.2021
გია ვოლსკი - არაფრისმაქნისი  გავრილოვი რომ ჩახტა იმ სავარძელში, მაშინ ნინო ანანიაშვილი კრემლში  ცეკვავდა

არაფრისმაქნისი  გავრილოვი რომ ჩახტა იმ სავარძელში, მაშინ ნინო ანანიაშვილი კრემლში  ცეკვავდა - ამის შესახებ დღეს რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, მალხაზ გულაშვილის „რეალურ პოლიტიკაში“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ ფაქტის შესახებ ბევრმა არ იცის. „დიდი დრო გავიდა  და ახლა ჩემს თავს მივეცი უფლება მეთქვა. თუმცა, ეს, ჩვენი გუნდის ღირსებად  უნდა ვთქვა, რომ არ იყო გამოყენებული  ინტრიგის გაღვივებისთვის“, - განაცხადა  გია ვოლსკიმ.

 

მისი თქმით, წვრილმანებს ვინც არ დასდევს, „ქართული ოცნებაა“. „რეალობა იყო ის, რომ წვრილმანებს არ დავდევთ. გარდა პროფესიონალიზმისა, „ქართულ ოცნებას“ ადამიანური თვისებები აქვს“, -  დასძინა მან.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge ნანა კირცხალია