დღე: 36

ღამე: 20

USD 2.7149

EUR 3.1737

სალომე ზურაბიშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევში მიქელიანის საჯარო სკოლას ეწვია 14.01.2021 21:43

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევში მიქელიანის საჯარო სკოლას ეწვია. პრეზიდენტმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ბავშვებსა და მასწავლებლებს დროშის დღე მიულოცა. დღესვე, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 63 საჯარო სკოლას საჩუქრად სახელმწიფო დროშა გაუგზავნა.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ