დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

მულტიორგანული ანთების სინდრომით დაავადებულ ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს 15.01.2021 17:24

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მულტიორგანული ანთების სინდრომით დაავადებულ ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

 

მისივე თქმით, სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი აქვთ შესაბამის კლინიკებს და აფთიაქში არ უნდა ვეძებოთ.

 

„მულტიორგანული ანთების სინდრომი, რამდენიმე თვის უკან გახდა ცნობილი ზოგადად სამედიცინო საზოგადოებისთვის, როცა ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს შემთხვევები დაფიქსირდა. ჩვენთან ამ სინდრომმა ახლა დაიწყო გარკვეულწილად გამოვლენა და დაახლოებით 55-დან 60 შემთხვევამდე არის დაფიქსირებული ჩვენთან. შემთხვევების დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის, ყველა საბედნიეროდ დამთავრდა კარგად. უმრავლესობა შემთხვევები იყო გატარებული იაშვილის სახელობის კლინიკაში, ასევე „ნიუ ჰოსპიტალში” მოხდა ბავშვების მკურნალობა, რამდენიმე ბავშვი ნამკურნალები იყო სხვა კლინიკებშიც. პროტოკოლი 10 ნოემბერს არის მომზადებული პროფესიონალ პედიატრების მიერ და სამინისტრომ დაამტკიცა აღნიშული პროტოკოლი, რომელიც ითვალისწინებს სწორედაც ამ სინდრომის მართვას. შემთხვევების დიდი ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა, საჭიროა ზოგიერთ შემთხვევაში “მონოგლობულინგი”, რომელიც აქვს იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მედიკამენტს იყენებდნენ მანამდეც. გუშინ მქონდა იაშვილის კლინიკასთან საუბარი და მათთან ამ მედიკამენტის დეფიციტი არ არის და ბავშვებს როდესაც დასჭირდებათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ამის გამოყენება. რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს აფინანსებს ფაქტიური ანაზღაურებით. ეს მედიკამენტი აფთიაქში არ უნდა ვეძებოთ, ეს არის საავადმყოფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს შესაბამის შემთხვევებში მედიკამენტზე წვდომა პაციენტისთვის და ხარჯების ანაზღაურება არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ამდენად ბაზარზე და მით უფრო “შავ ბაზარზე” არავინ არ შეეცადოს მოძიებას. მოხდება მკურნალობის სრულად დაფინანსება, ხარჯებს წარმოადგენენ და მოხდება სრულად დაფინანსება”, - განაცხადა გაბუნიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ