დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

სერგო ჩიხლაძე პოლიტიკური შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლას გამორიცხავს 15.01.2021 19:16

სხვა პარტიებში მიმდინარე  პროცესებზე ჭორაობისგან თავშეკავებას  ურჩევს „სტრატეგის აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი  სერგო ჩიხლაძე ოპოზიციონერ კოლეგებს. როგორც მან რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში გადაცემაში „დროული დიალოგი“ განაცხადა,  სხვა პარტიების სახელით საუბარს აჯობებს თავი დავანებოთ.

 

ამგვარი კომენტარი გააკეთა მან  „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას   მოსაზრებაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციურ პარტიებში ბევრი იყო ისეთი, რომელთაც სურდათ პარლამენტში შესვლა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ იყო ერთიანი და  ჩემი პარტიის სახელით საუბარი შემიძლია, სხვისი სახელით საუბარი ჭორაობას  ჰგავს“, -  განაცხადა   ჩიხლაძემ.

 

გადაცემაში მას კიდევ ერთი ოპოზიციონერი კოლეგის, პარტია „მოქალაქის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებაზეც მოუწია კომენტარის გაკეთება. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ  ოპოზიცია სოლიდური რაოდენობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. „ფაქტი ერთია - 55-მა ადამიანმა დაწერა განცხადება მანდატებზე  უარის შესახებ, ჩახსნილია სიები და  ოპოზიციის  დიდი რაოდენობით პარლამენტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ  პოლიტიკური შეთანხმების  პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამორიცხულია“, -  განაცხადა  სერგო ჩიხლაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotime

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ