20:09 15.01.2021
ტინი კოქსი - საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, ტინი კოქსი ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კენჭისყრა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები. ასამბლეის დელეგაცია მოუწოდებს საქართველოს, რაც შეიძლება, მალე გამოასწოროს დარჩენილი ხარვეზები, კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობასთან დაკავშირებული კანონების და რეგულაციების გაუმჯობესების მხრივ. ასევე, ასამბლეის დელეგაცია სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, განაგრძოს თანამშრომლობა ასამბლეასა და ვენეციის კომისიასთან, საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ყველა პრობლემის მოსაგვარებლად.

 

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. მიუხედავად ამისა, ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო ზღვარის არარსებობამ და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ცალსახა რეგულაციების ნაკლებობამ შეამცირა საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. არჩევნები ჩატარდა არსებითად შესწორებული სამართლებრივი ჩარჩოს მიხედვით, რასაც წინ უსწრებდა ფართო საჯარო კონსულტაციები, რომლის შედეგად მივიღეთ გარკვეული გაუმჯობესება დემოკრატიული არჩვენების ჩატარების მხრივ, მაგრამ, დარჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საჭირო იყო მეტი ძალისხმევა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge