20:26 15.01.2021
„ქართული ოცნების“ ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.

 

„ბატონი ბიძინა ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მან უკვე გააკეთა საჯარო განცხადება მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის არ დაესწრება“, - განაცხადა მდინარაძემ. მან ჟურნალისტებთან არ დაასახელა, ვინ შეუერთდება „ქართული ოცნების“ რიგებს, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ „განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება“. „მეც დავიცავ შეთანხმებებს და პრინციპს, რომ წინასწარ არ ვსაუბრობთ. ხვალ გაიგებთ ამის შესახებ ყველანი. განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. წინასწარ გარკვეული ინფორმაციები ხმოვანდება ხოლმე. დასახელებული გვარებიდან შეიძლება ზოგი მართალი იყოს და ზოგი არა. ხვალ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში გაიგებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge