დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

მამუკა მდინარაძე - როდესაც ივანიშვილი დარწმუნდა, რომ შექმნა სისტემა, პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, მხოლოდ შემდეგ წავიდა 15.01.2021 20:47

როდესაც ივანიშვილი დარწმუნდა, რომ მან შექმნა დემოკრატიული სისტემა, გამოცდილი და პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მან ნახა, რომ რისკები იყო მინიმალური, და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა პარტია და პოლიტიკა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ჩვენ ბოლო პერიოდში ხშირად გვქონდა კონსულტაციები პოლიტსაბჭოს ფორმატშიც, იყო მსჯელობა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეც და მე არ გამოვრიცხავ, რომ ბოლო პერიოდში მან გუნდის ძალები იმ მიმართულებითაც მოსინჯა, რა შეუძლია გუნდს მის გარეშე. მე ამას ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ როდესაც ივანიშვილი დარწმუნდა, რომ მან შექმნა დემოკრატიული სისტემა, გამოცდილი და პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მან ნახა, რომ რისკები იყო მინიმალური, და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა პარტია და პოლიტიკა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ