დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

თაკო ჩარკვიანი - საუბარი, როგორ მაიმუნობს ოპოზიცია, ოპოზიციონერობა აღარ არის - მგონია, რომ „გირჩი“ ოპოზიციის ოპოზიციონერია 15.01.2021 21:50

მე უკვე მგონია, რომ „გირჩი“ ოპოზიციის ოპოზიციონერია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუში "360 გრადუსი" განაცხადა. მისი შეფასებით, „გირჩი“ ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს ოპოზიცია „მაიმუნობს, რაც უკვე ოპოზიციონერობა აღარ არის“.

 

„თავიანთი ქცევებით საუბარია, როგორ მაიმუნობს ოპოზიცია. ეს უკვე ოპოზიციონერობა აღარ არის. მე უკვე მგონია, რომ „გირჩი“ ოპოზიციის ოპოზიციონერია. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ერთ აზრზე ვართ, ბევრი ვართ. თუ მათ სხვა აზრი აქვთ და ჩვენ არ გვეთანხმებიან, თავად რაც სურთ, ის გააკეთონ. რა შემიძლია შევთავაზო?! ესენი გვეუბნებიან, გინდა თუ არა, თქვენ შემოდით და მერე ჩვენ შემოვალთო. ცოტა სასაცილოა...“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლაც შეაფასა და განაცხადა, რომ შესაძლოა, „ოპოზიციამ მისი პოლიტიკიდან არაფორმალური წასვლა ნამდვილ წასვლად აქციოს“. „მომეწონა ივანიშვილი რომ წავიდა, ფორმალურად თუ არაფორმალურად, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, ეს მისი არაფორმალური წასვლა ოპოზიციამ, ხალხმა შეგვიძლია, ნამდვილ წასვლად ვაქციოთ. ასეთი რამ ისტორიას ახსოვს. ის არ არის ისეთი უტვინო, როგორიც მისი გარემოცვა. მან თავის ქონება გადამალა. მართლა ვინმე არის ისეთი, ვისაც სჯერა, რომ ქველმოქმედება ჩაიდინა? ამაზე საუბარი სასაცილოა. შესაბამისად, ე.ი რაღაც მოძრაობა დაწყებულია „ოცნებაში“. უკვე მოდის ხალხი იქედან, იშლებიან. ვიღაცები ამბობენ, რომ ჩვენ კობახიძისთვის ხმა არ მიგვიციაო“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

 

მან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აბსოლუტურად არ არის გადაწყვეტილი, პირდაპირ გეუბნებით. ახლა შემიძლია გამოკვეთილად ვთქვა. საუბრის დონეზე, რა საუბრები მიდის, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. როდესაც გამოსავლის ძიება არის, ოპოზიცია ბევრ რაღაცაზე საუბრობს“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ