გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მეზობელმა სამი თანასოფლელი დაჭრა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსა. ექიმების თქმით, დაჭრილებს დაზიანებები გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ორ პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაჭრის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge