დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ალექსეი ნავალნი პოლიციამ აეროპორტის საპასპორტო განყოფილებიდან წაიყვანა - სავარაუდოდ, ის დააპატიმრეს 17.01.2021 22:08

გერმანიიდან დაბრუნებისთანავე ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში პოლიციამ საპასპორტო კონტროლის განყოფილებიდან წაიყვანა. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. პოლიციამ უარი თქვა ნავალნისთვის განმარტება მიეცა, დააკავეს თუ არა. მის ადვოკატს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თვითმფრინავში, ნახვის უფლებას არ აძლევენ. რუსეთში ნავალნი ძებნილია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მიერ. დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა დაარღვია პირობითი სასჯელით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამიტომ სამსახური ითხოვს ნავალნის პირობითი სასჯელის გაუქმებას და მის შეცვლას სამწელიწადნახევარი პატიმრობას. სასამართლო სხდომა, რომელიც განიხილავს ამ სარჩელს, დაგეგმილია 29 იანვარს.

 

ნავალნი რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა გერმანიიდან, სადაც ის მკურნალობდა.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ