დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენთან პარტიები მიბმული არიან ლიდერზე - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია სრულფასოვნად აგრძელებს ფუნქციონირებას 18.01.2021 21:23

ბიძინა ივანიშვილმა მდგრადი პოლიტიკური მემკვიდრეობა დატოვა, ქართულ რეალობას თუ შევხედავთ, პოლიტიკური ლიდერის წასვლასთან ერთად, მთავრდებოდა პოლიტიკური ძალა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია სრულფასოვნად აგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ და პოლიტსაბჭოს წევრმა, ვასილ მაღლაფერიძემ „პოსტივის“ეთერში გადაცემა „პოლიტიკურ ინტერვიუში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი ძალა იყოს წარმატებული, მიაღწიოს და შეინარჩუნოს სტაბილურობა.

 

„ახლა მართლაც განსაკუთრებული პერიოდია ბევრი კუთხით. ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი, გამოკვეთილი ლიდერი, ძლიერი სტრატეგი, პოლიტიკური მენეჯმენტის ძლიერად მცოდნე, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, წავიდა პოლიტიკიდან. მან საკმაოდ მდგრადი პოლიტიკური მემკვიდრეობა დატოვა. ჩვენთან, ძირითადად, პოლიტიკური პარტიები მიბმულნი არიან ლიდერზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია სრულფასოვნად აგრძელებს ფუნქციონირებას და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ესეც არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, აგრეთვე, იმ დემოკრატიული ფონის, რაც ქვეყანაში შეიქმნა. პარტიაში დაიწყება განახლების პროცესი, როგორც ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ