ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მთავრობის მეთაური ალექსანდრე ანქვაბი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია როგორც სტაბილურად მძიმე. როგორც "ეხო კავკაზა" იუწყება, ანქვაბი რუსეთის ფედერალურ საკვლევ და კლინიკურ ცენტრში 2020 წლის 8 იანვარს კორონავირუსის ინფექციის დიაგნოზით მოათავსეს, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობის და წამლებით გამოწვეული ჰეპატიტის ნიშნებით. ”მას ჩაუტარდა პლაზმური შერჩევითი ფილტრაცია. მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესების შემდეგ, სუნთქვის უკმარისობამ კვლავ დაიწყო გამწვავება. 17 იანვარს, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ანქვაბის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ COVID-19 დიაგნოზირებულია ალექსანდრე ანქვაბში დეკემბრის ბოლოს. 5 იანვარს იგი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 7 იანვარს ექიმთა საბჭომ გადაწყვიტა მისი გადაყვანა რუსეთის ფედერაციის სპეციალურ კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ ანქვაბი მკურნალობს იმავე მოსკოვის კლინიკაში, სადაც გაურკვეველი ვითარების გამო გარდაიცვალა ოკუპირებული რეგიონის ყოფილი ლიდერი სერგეი ბაღაფში.
.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge