დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

იაგო ხვიჩია - ჩათვალეთ, რომ ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩი - ერთადერთი ინსტიტუცია, რასაც ვენდობი, ამერიკის საელჩოა 18.01.2021 22:17

ჩემი პირველი აფეთქება რამაც გამოიწვია, ეს იყო ელჩების საშინელი შეურაცხყოფა მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო მოლაპარაკების მაგიდასთან მყარად ჯდომა. რომ იქ ჩვენ არავის გავეკრიტიკებინეთ და არ წაგვეგო ფასილიტატორებთან მოლაპარაკება. ჩვენ დავინახეთ პროცესი, რომ ელჩები არ არიან ჩვენკენ. მერე ეს დადასტურდა იმით, რომ გამოვიდა ამერიკის ელჩი და პარლამენტში შედითო გვითხრა, მაგრამ ეს ტენდენცია მანამდეც ჩანდა. ერთადერთი ინსტიტუცია, რასაც ამ ქვეყანაში ვენდობი, არის ამერიკის ელჩი და საელჩო. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ენდობიან პატრიარქს, ჩათვალეთ, რომ ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩი. მე ვიცი, რომ თუ რამე გაუჭირდება ამ ქვეყანას, ჩვენ უნდა წავიდეთ და დახმარება ამერიკის ელჩს უნდა ვთხოვოთ. ამ პროცესის განმავლობაში სულ მაინტერესებდა ამერიკის ელჩის აზრი, უცბად დავინახე, რომ ამ პროცესის მონაწილეებს ამერიკის ელჩის აზრი ისე არ აინტერესებთ, როგორც მე. პირველი ჩემი აფეთქება იყო ის, რომ მე არასდროს გადავიკიდებ ამერიკის საელჩოს, არცერთი ოპოზციონერის გამო, რადგან ეს ამ ქვეყნის მომავალია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ