დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

იაგო ხვიჩია - შეთანხმება არ უნდა „ევროპულ საქართველოს“, ამრევი რომ გირევია, ის ყოველთვის იპოვის ნაკლს 19.01.2021 00:09

გადავწყვიტეთ, რომ მოდი ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ შეთანხმება არ უნდოდა.

 

„დავაკვირდით, ვინ როგორ იქცევა – არის პარტიები, რომლებსაც უნდა შეთანხმება და არიან პარტიები, რომლებსაც არ უნდა შეთანხმება. ამ შეხვედრების შედეგად მივხვდით, რომ შეთანხმება უნდა ვაშაძის პარტიას, „ლელოს“, მაგრამ შეთანხმება არ უნდა „ევროპულ საქართველოს“. ამ პარტიის ის წარმომადგენლები, რომლებიც დადიან შეხვედრაზე, მიდრეკილები არიან, რომ კონკრეტული შედეგი არ იყოს. როდესაც ვსაუბრობდით, რომ ასე წავიდეთ თუ ისე წავიდეთ, ამრევი რომ გირევია, რომელსაც არ უნდა შეთანხმება, ის ყოველთვის იპოვის ნაკლს. არ მინდა კრიტიკული ვიყო, უბრალოდ პოლიტიურად არ აწყობდათ შეთანხმება და ეს ჩემთვის მეორე-მესამე შეხვედრაზე ცხადი გახდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოდი ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ