დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ორბელიანების სასახლის ეზო ქუჩის მუსიკოსებს უმასპინძლებს 19.01.2021 09:57

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით, ორბელიანების სასახლის ეზოში დღეს ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

 

„ღონისძიება ხაზს უსვამს „ორბელიანების სასახლის“ ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის, კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე“ იბრუნებს ტრადიციას“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ირინა შენგელიამ.

 

კონცერტი დღეს, 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, დავით ევგენიძე და ბენდი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ