დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს 20.01.2021 14:37

 

საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ჯორჯიან თაიმსი" ცვლლად გთავაზობთ:

 

"საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა  შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა:

· აზარტული თამაშები და ლატარია;

· ონლაინ თამაშები;

· დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;

· ფინანსური სერვისები, მათ შორის:  ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და  ფულადი გზავნილები;

· ინტერნეტ მარკეტინგი;

· ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;

· ტურისტული მომსახურება;

· ქსელური მარკეტინგი;

· ქველმოქმედება;

· საკონსულტაციო მომსახურება;

· პოლიტიკური პარტიები;

· უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები,"- ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ