დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

მთავრობას ბიზნესთან ჯანსაღი და საქმიანი კომუნიკაცია არ გააჩნია - გიგლა მიქაუტაძე 20.01.2021 15:42

„ლელო საქართველოსთვის" სრულად იზიარებს ბიზნეს ასოციაციების დღევანდელი განცხადების შინაარსს, რომლებიც ეკონომიკის გახსნას ითხოვენ. როგორც გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, მთავრობას ბიზნესთან ჯანსაღი და საქმიანი კომუნიკაცია არ გააჩნია და გადაწყვეტილებებს მათთან კონსულტაციების გარეშე იღებს.

 

"მისასალმებელია ბიზნესის გააქტიურება და პოზიციის ღიად დაფიქსირება. მთავრობის გადაწყვეტილებებზე უპირობო დამორჩილების დრო უნდა დასრულდეს. საზოგადოების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოებრივად შეხვდა მთავრობის აქამდე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას, თუმცა მათ ერთხელაც არ წარმოუდგენიათ აქამდე გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში, როგორც ამას აკეთებენ პასუხისმგებლიანი მთავრობები სხვა ქვეყნებში. 

 

მოვუწოდებთ მთავრობას უახლოეს დღეებში მოსახლეობას წარუდგინოს 2 თვიანი მკაცრი შეზღუდვების დეტალური ანგარიში და გააცნოს საზოგადოებას ეკონომიკის გახსნის გეგმა,"- აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ