დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება - რომელ ნარკოტიკს შეეხება ცვლილება 20.01.2021 22:26

8 ნარკოტიკული საშუალების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რაც აქამდე მოქმედ კანონში დაზუსტებული არ იყო და რაც მცირე დოზით მომხმარებელთა მიმართ, უმეტეს შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ სასჯელს ითვალისწინებდა. ასეთი საქმეები შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში გადაიხედება. ახალი კანონი გავლენას იქონიებს მხოლოდ იმ მსჯავრდებულებზე, რომლებსაც ამნისტია არ შეხებიათ.

 

თეა წულუკიანის განმარტებით, რამდენიმე ნარკოტიკულ საშუალებაზე მცირე ოდენობები დადგინდება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს რაიმე სახის შეღავათს ნარკორეალიზატორებისთვის, რადგან მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვართ, ვამბობთ, რომ ნარკორეალიზაციის დანაშაულს არ აქვს, არ ჰქონია და არ ექნება არავითარი შემწყნარებლობა, ჩვენი მხრიდან არავითარი საკანონმდებლო შეღავათი არ იქნება. კანონპროექტი გულისხმობს მარტივ რამეს, რომელმაც ნარკოდანაშაულთან ბრძოლა კიდევ უფრო სამართლიანი უნდა გახადოს, რადგან დღეს, როცა ადამიანს სასჯელს ვახდევინებთ ერთი დოზისთვის და ასი დოზისთვის, ისინი ერთ სასჯელს იხდიან. ეს არის ძალიან მყვირალა უსამართლობა, - აცხადებს პარლამენტარი. 

 

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტი არასამთავრობო სექტორს მოსწონს, თუმცა ნარკოპოლიტიკის დახვეწისთვის არასაკმარისად მიაჩნია. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. „კრაკადილი“), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. „ექსტაზი“), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.


კანონში ცვლილებები ძალაში მისი მიღებისთანავე შევა, თუმცა მანამდე პროექტმა საპარლამენტო განხილვები და კენჭისყრა უნდა გაიაროს. საგაზაფხულო სესია პარლამენტში 2 თებერვალს გაიხსნება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ