დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ლაშა ნაცვლიშვილი - რა ფუნდამენტური განსხვავებაა ნავალნისა და სააკაშვილს შორის? 20.01.2021 23:32

"ქართული ოცნების" კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 
„ნავალნის და სააკაშვილს შორის, გარდა იმისა, რომ პირველი - კაცია და მეორე - ფარჩაკი, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება - დასავლეთი ნავალნის პუტინთან ბრძოლაში რეალურ და ეფექტურ მოკავშირედ განიხილავს და მხარდაჭერის სრული პაკეტით უზრუნველყოფს (ციხის გზაზე ესკორტირების ჩათვლით), ხოლო მარგინალი და ჯვარდასმული მიშა იმდენად კიდია დასავლეთს, რომ სულ არ აინტერესებს, სად ჩავა და სად ჩაჯდება. პ.ს. როცა პუტინს დასჭირდა პროამერიკელი პოროშენკოს დასანგრევად, კი ნახეთ, პოლონეთის საზღვრის გარღვევისას, რას ნიშნავს “ცენტრის” მხარდაჭერა. ხოდა, დააპარალელეთ ახლა, არ გაგიჭირდებათ“, წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ