დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

იაგო ხვიჩია - ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება და ისინი ჩემზე ადრე შევლენ პარლამენტში 21.01.2021 00:52

ჩემი აზრით, ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება და ისინი ჩემზე ადრე შევლენ საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მათი თქმით, ყველას უნდა, რომ ის შევიდეს პარლამენტში, ალეკო ელისაშვილიც შევიდეს, სხვებიც შევიდნენ და მერე შეჰყვნენ მათ.

„ჩვენ ხომ ვთქვით, ფორმულა. ასე გამოდის, რომ ამ ფორმულის მიხედვით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ჩვენზე ადრე უწევს შესვლა. ჩვენ 113-ე თუ შევალთ. მანამდე სხვას უწევს შესვლა. შესაბამისად, ეს სხვა საიდანღაც უნდა გაჩნდეს. ეს სხვა არის სხვა ოპოზიციაში. წარმოიდგინეთ, იმისათვის, რომ ამაზე არ ილაპარაკონ, როგორ და როდის შევლენ თვითონ, ამიტომ გვაბრალებენ ჩვენ. ზოგადად, ყველას უნდა, რომ მე შევიდე პარლამენტში, ალეკო ელისაშვილიც შევიდეს, სხვებიც შევიდნენ და მერე შემოგვყნენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ განმარტა, საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით მისი თანამოაზრე ალეკო ელისაშვილია, თუმცა „ლელოსთან“ ალეკო ელისაშვილის ინციდენტის მერე, შემდეგი შეხვედრის გამართვას „ლელოსთან“ აპირებს, რათა „გაარკვიოს ამ ხალხის აზრი, ხვდებიან თუ არა, გაბუტულები არიან თუ არა “.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ