დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მურატ ჯიოევი - ევროპული სასამართლო ისეთსავე დასკვნამდე მივიდა, რა დასკვნაც დადო ჰაიდი ტალიავინიმ - საქართველომ დაიწყო ომი! 22.01.2021 21:55

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საბოლოოდ, დიდი ხნის განხილვის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელშიც სასამართლომ აღიარა, რომ რუსეთი არ შეჭრილა საქართველოში, არამედ საქართველო შეიჭრა სამხრეთ ოსეთში, - ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

„გამოდის, რომ ევროპული სასამართლო ისეთივე დასკვნამდე მივიდა, რა დასკვნაც დადო 2010 წელს ევროკავშირის დამოუკიდებელმა კომისიამ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც აღიარა, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ევროპულმა სასამართლოებმა ვერ აღმოაჩინეს ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც რუსი ჯარისკაცები ძალადობდნენ ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯიოევმა.

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა და მნიშვნელოვნად არის დემონსტრირებული „საქართველოს პასუხისმგებლობა ომის გამო“. „აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ევროპელმა და მსოფლიო ლიდერებმა სათანადო დასკვნები უნდა გააკეთონ. თუმცა, მშვენივრად ვიცით, რომ მათი ყველა დასკვნა მიიღება ძირითადად, პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე. ჩვენ გაგვაოცა იმან, რომ ევროპული სასამართლოები ჯერ კიდევ ეძებენ რუსეთის რაღაც პასუხიმგებლობას 12 აგვისტოს მოვლენებზე. მთავარია იმის აღიარება, რომ 8-დან 12 აგვისტომდე საქართველომ გაანადგურა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხი, დაანგრია ქალაქი ცხინვალი და სოფლები“, - აცხადებს ჯიოევი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ