ბათუმის ბულვარში გუშინ მომხდარ ინციდენტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 156-ე (დევნა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ინციდენტში მონაწილე პირები გამოიკითხებიან.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ნაგვის ნარჩენები თავზე დააყარეს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge