დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ხატია დეკანოიძე საქართველოში მოქმედ რეგულაციებს „გამოცხადებულ მონობის ქრონიკას“ უწოდებს 24.01.2021 16:16

თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი დარჩება საჭმლის გარეშე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე, „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ისიც ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე მხარს უჭერს შეზღუდვების მოხსნას, რადგან მასობრივი ტესტირებით და სლოვაკეთის მოდელის გადმოტანით, პანდემიის მართვა სრულიად შესაძლებელია. დეკანოიძე საქართველოში მოქმედ რეგულაციებს „გამოცხადებულ მონობის ქრონიკას“ უწოდებს.

 

„წარმოუდგენელია, როცა საქართველოს ეკონომიკას ადარებენ ხოლმე საფრაგნეთის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნებს, რადგან თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი დარჩება საჭმლის გარეშე. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ამ პანდემიის მართვა სრულიად შესაძლებელია ტესტირებით და სხვადასხვა საშუალებებით. ამიტომ ის, რაც გამოცხადებული მონობის ქრონიკაა, არის ძალიან მძიმე, მათ შორის, ასეთ ქვეყანაში, სადაც მიტაცებულია სახელმწიფო და ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ აუცილებლად მოეთხოვება პასუხი, მათ შორის, იმაზე, თუ სად წაიღო 10 მილიარდი, რატომ არ ხსნიან სკოლებს, რატომ არის ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, როცა ძალიან ჩვეულებრივად ეკიპირებით შეიძლება ჩავიდეს და სპორტული აქტივობით დაკავდეს ადამიანი. ამიტომ მე ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ იმაში, რაც ახლა ხდება, ამიტომ მოვედი და მხარს ვუჭერ ამ აქციას. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ელემენტარულად შემოსავლის მიღების საშუალება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ